საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარი გახდება - იანვრიდან ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი
2025 წლის იანვრიდან ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი. აღნიშნულს გულისხმობს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.

ცნობისთვის, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება.

როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ბოლო 3 წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა, რაზედაც მიიმართა 600 მილიონ ლარამდე (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 8,5%).

„სტატისტიკის სამსახურის
მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, ბოლო 4 კვარტალში არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდა შეადგენს 13,7%-ს, რისი გათვალისწინებითაც კანონით განსაზღვრული ზრდის მინიმალური ოდენობა შეადგენს 6,8%-ს.

ამავდროულად კანონით განსაზღვრულია, რომ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები. აღნიშნული თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 4 კვარტალში შეადგენს 72,9%-ს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის პროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10%-ის ოდენობით,“
- აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

ცნობისთვის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1