საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რესტორანში სადილი 2.02%-ით გაძვირდა,
თვიურმა გაძვირებამ კი 0.02% შეადგინა.
ამასთანავე, გაძვირებულია ხინკლის ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად,
რესტორანში ხინკლის ფასი წლიურად 12.09%-ით გაძვირდა, ერთი თვის
ჭრილში კი ფასის ზრდამ 0.5%-ს მიაღწია.
აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ლუდის ფასი უცვლელი დარჩა, თუმცა
წლიურ ჭრილში ბარში ლუდის ღირებულება 10.7%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბარში ყავის და ხაჭაპურის ღირებულება
გაძვირებულია, თუმცა თვიურად ფასი იგივე დარჩა. კერძოდ, ყავა ერთ
წელში 3.78%-ით, ხოლო ხაჭაპური 4.07%-ით არის გაძვირებული.
ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში სასტუმროების, კაფეებისა და
რესტორნების მომსახურება გასული წლის იმავე თვესთან შედარებით
7.5%-ით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი 0.4%-ით გაძვირდა.
ამავე მონაცემებით, სექტემბერში წლიურად 6.4%-ით არის გაძვირებული
საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში კვება, თვიურმა ზრდამ კი 0.1%
შეადგინა. ჯგუფში ყველაზე მეტად გაძვირებულია ღამით გასათევით
მომსახურება. ამ შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 11.1%-ს მიაღწია, ერთი
თვის ჭრილში კი ფასები 2.7%-ით არის გაზრდილი.