შაბათს, 5 ოქტომბერს, „თბილისობის“ მიმდინარეობისას, დედაქალაქის
მერმა კახა კალაძემ 25 ადამიანს მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების
სასახლეში გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:
- ვილი სანიოლი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი,
რომლის მწვრთნელობის დროსაც გავიდა ნაკრები ევროპის 2024 წლის
ჩემპიონატზე;
- გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე,
სპორტსმენი;
- ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი;
- ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
და სპორტსმენი;
- მერაბ კილაძე - ქირურგი;
- გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
- დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი;
- გიზო გაბესკირია - რეჟისორი;
- გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;
- ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი;
- ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი;
- გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;
- ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი;
- მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი;
- გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი,
პუბლიცისტი;
- კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი;
- გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი;
- თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი,
სცენარისტი;
- ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი;
- ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი;
- გურამ კალანდაძე - გეოლოგი;
- ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი;
- თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი;
- თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი;
- ოლესია თავაძე - მხატვარი.