საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 91%-ით გაიზარდა
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 91%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ექსპორტზე გავიდა 219.3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 190 668 ტონა პროდუქცია. ეს კი მაშინ, როცა 2023 წლის იმავე პერიოდში თითქმის 114.9 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 94 331 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოდან ფეროშენადნობების უდიდესი ნაწილი თურქეთში გადის. მაგალითისთვის, წელს ფეროშენადნობების ექსპორტის 40.7% თურქეთზე მოდიოდა.

უფრო
კონკრეტულად, 2024 წლის 8 თვეში ფეროშენადნობების ხუთი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
  • თურქეთი - 89.4 მილიონი აშშ დოლარის 78 129 ტონა;
  • აშშ - 58.9 მილიონი აშშ დოლარის 47 952 ტონა;
  • ეგვიპტე - 17.2 მილიონი აშშ დოლარის 17 049 ტონა;
  • იტალია - 8.8 მილიონი აშშ დოლარის 7 115 ტონა;
  • უკრაინა - 7.7 მილიონი აშშ დოლარის 6480 ტონა.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1