თურქეთის ავიახაზების პილოტი ფრენისას გარდაიცვალა
თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სიეტლიდან სტამბულში მიემგზავრებოდა, ავარიულად დაეშვა ნიუ-იორკში მას შემდეგ, რაც ბორტის კაპიტანი გარდაიცვალა.

ავიაკომპანიის განცხადებით, სიეტლი-სტამბულის რეისის აფრენის შემდეგ 59 წლის პილოტმა გონება დაკარგა და მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმფრინავი ავარიულად ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში მეორე პილოტმა დასვა.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, გარდაცვლილი პილოტი თურქეთის ავიახაზებში 2007 წლიდან მუშაობდა და მარტში ჯანმრთელობის შემოწმებისას პრობლემები არ ჰქონია, რასაც შეიძლება მუშაობაში ხელი შეეშალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1