თიანეთთან ორი მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 3.9 მაგნიტუდის

სიდიდის (ML) მიძისწვრა გამთენიისას, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან დაფიქსირდა.

მეორე მიწისძვრის ეპიცენტრიც ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიდიდემ კი 3,8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები