ხაზარაძე ბოდიშს უხდის სომხებს „ოცნების“ „ქსენოფობიური გამოხტომების“ გამო
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სომეხ ერს ბოდიშს უხდის „ქართული ოცნების“ ქსენოფობიური კამპანიის გამო.

„ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური“ პროპაგანდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ, ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო… მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე

წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ“,
— წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა, არის ქსენოფობი. ამავდროულად, მამუკა ხაზარაძემ ჩამოთვალა თავისი წინაპრების გვარები.

„გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, ეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას „ძლიერ საქართველოში. აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს — ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს“, — დასძენს ხაზარაძე.

სამთავრობო მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძე სომხურ წარმომავლობას მალავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები