კობახიძე: გახარიას პრემიერად დანიშვნა ორმაგად სასარგებლო იყო, რეალურად არ დაწინაურებულა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა დაწინაურება არ ყოფილა.
კობახიძე ამბობს, რომ ხელის გულზე დევს გახარიას „ძირითადი დანაშაულები“ და რომ ის „გარე დავალებების საფუძველზე“ ცდილობდა სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას.

კობახიძე ამბობს, რომ პრემიერად მისი დანიშვნა ორმაგად სასარგებლო იყო.

„გარკვეულ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა გახარიას გადაყენების რესურსი. მე

მახსოვს, იყო რაღაც მომენტი, როცა გადაწყდა მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული, ასე ვთქვათ, ამბები მოხდა, რამაც ხელი შეუშალა მის გადაყენებას შს მინისტრის პოსტიდან. შემდეგ ის დაწინაურდა კიდეც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რაც ორმაგად სასარგებლო იყო, პრინციპში, ჩვენი გუნდისა და ქვეყნისთვის, რაც მთავარია. პირველი სარგებელი იყო ის, რომ ის მოშორდა შს სამინისტროს, სადაც მას ყველაზე მეტი დანაშაულის ჩადენა შეეძლო სახელმწიფოს წინააღმდეგ და მეორე სარგებელი რა იყო, ამაზე დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ეს იყო ორმხრივად სასარგებლო. რეალურად არ დაწინაურებულა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა ლოგიკა და როგორც ამას მოითხოვდა სახელმწიფო ინტერესები. მას შემდეგ, რაც გახარიამ უარი თქვა მელიას დაკავებაზე, კანონის აღსრულებაზე, მან დატოვა თანამდებობა. ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესებისა, რაც მოხდა მაშინ იმ წლების განმავლობაში“,
– თქვა კობახიძემ.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები