ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ეხმაურება ევროკომისიის ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია.

განცხადებაში, რომელიც ბოჭორიშვილის სახელით ვრცელდება, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს რიგი მიმართულებებით. თუმცა პარლამენტარი არაფერს ამბობს 2023 წელს მიღებულ 9 რეკომენდაციაზე, რომელთა შესრულებაშიც, ბრიუსელის განცხადებით, თბილისს პროგრესი
არ ჰქონია და „დე ფაქტო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.

„ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ მათ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში“, – პირობას დებს ბოჭორიშვილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1