გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა,
მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. სააგენტოს
ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია
სააგენტოს განცხადებაში.