მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი
სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი.
მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა, -
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ
სოციალურ პლატფორმა
X-ზე წერს.
მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი
გადადგეს.
„მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი
ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს
რეგიონში გრძელდება“, - წერს სანდუ.