საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება - როგორია აზერბაიჯანიდან იმპორტის მაჩვენებელი
საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. შესაბამისად, იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის წილიც. კერძოდ, თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ჩრდილოეთში 90.093 მლნ აშშ დოლარის (მთლიანი იმპორტის 36%) ბუნებრივი გაზი ვიყიდეთ, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
(საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან ქვეყნდება).

შედარებისთვის, წინა წლის 9 თვეში რუსული გაზის იმპორტმა 84.597 მლნ აშშ დოლარი (27.7%) შეადგინა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 34.176 მლნ აშშ დოლარი (12.2).

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, წელს ჯამში 250.325 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, წინ წლის ანალოგიურ პერიოდში 306.047 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2022 წლის 9 თვეში - 279.695 მლნ აშშ დოლარის.

მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი რჩება. მას 2024 წლის 9 თვის მონაცემებით გაზის მთლიან იმპორტში 64% ეკავა (160.232 მლნ დოლარი), თუმცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 72.3%-ს (221.450 მლნ დოლარი) შეადგენდა, 2022 წელს კი 87.8%-ს (245.518 მლნ დოლარი).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345