ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3%
შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის
ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%
შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი
1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების
მიხედვით,წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს
შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი.
უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ოქტომბერში
გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
- ნიორი - 68.7%
- კივი - 51.7%
- ლიმონი - 30.8%
- ფორთოხალი - 27.6%
- მანდარინი - 26.2%
- ბრინჯი - 23.8%
- პომიდორი - 17.4 %
- ლუდი - 11.4%
- ყავა დაფქული 11%
- ქიშმიში - 8.7%