უამინდობის გამო საქართველოს გზების ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მესტია-უშგულის მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის კმ1-კმ140 მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
თეგები: ამინდი გზები
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345