საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,
დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის
კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის
მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მესტია-უშგულის მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის
ზუგდიდი-მესტიის კმ1-კმ140 მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია
თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე,
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52
(გომი-სავანე) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.