მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურთან უბედური შემთხვევა მოხდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ხელყუმბარის
აფეთქების შედეგად
დაიღუპა ერთი პირი, ერთი კი მძიმედ არის დაშავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობას გულისხმობს.