მაკრონი, შოლცი და ტუსკი ხსნიან, რატომ არ დაუჭერენ მხარს EU-ს გზაზე საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.

მაკრონი, შოლცი და ტუსკი განცხადებას აქვეყნებენ, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრები და ამბობენ, რომ თუ საქართველო შესაბამის რეფორმებს არ განახორციელებს, ისინი ვერ დაუჭერენ მხარს ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპ
არაკებების გახსნას.

„თუ საქართველო არ გადაუხვევს მოქმედებების იმ კურსს, რასაც ახლა ადგას და არ აჩვენებს, რომ ხელშესახები რეფორმების გატარებას ცდილობს, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მოლაპარაკებების პროცესის გახსნას საქართველოსთან. განსაკუთრებით ეს ეხება იმ კანონების გაუქმებას, რაც ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, — ამბობენ ევროპელი ლიდერები.

სამი ევროპული სახელმწიფოს ლიდერის განცხადება გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც დაახლოებით 50 ევროპელი ლიდერი შეიკრიბა ბუდაპეშტში. ხუთშაბათსა და პარასკევს ევროპელი ლიდერების სამიტი უკრაინისადმი მხარდაჭერას, მიგრაციას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის საკითხებს შეეხება.

შეხვედრაზე იგეგმება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვაც. ამის შესახებ შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული.

„შევეხებით ასევე სიტუაციას საქართველოში, რაც არჩევნების შემდეგ არსებობს ქვეყანაში და განვიხილავთ სამომავლო გზებს“, — ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345