31 ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა
რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია.
ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი
პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 13 879-მა
პირმა, მათზე
პენსიის სახით გაიცა 53.3 მლნ ლარი.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს
5.8 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.35 მლრდ ლარს
გადააჭარბა.