იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე
ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ
– თითქმის 700 000 ლარს. ამის შესახებ „საქართველოს სასამართლო
გუშაგი“ იტყობინება.
ჯამში, მოსამართლეებმა უნდა მიიღონ ხელფასის 50% დანამატის სახით.
მთლიანობაში ამაში ბიუჯეტიდან 685 750 ლარი უნდა დაიხარჯოს.
ამჟამად პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეების ხელფასები
შემდეგია:
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 5 800
ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 5 600
ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისა
– 5 300 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა – 5 000
ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა – 4 600
ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისა
– 4 300 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა,
მაგისტრატი მოსამართლისა – 4 000 ლარი.