იტალიაში 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს
იტალიაში 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, კომოს პროვინციაში, ლიპომოში არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში ქართველმა 3000 ევროს ღირებულების სმარტფონი და ელექტრო საათები მოიპარა.

ქურდობის ფაქტი მაღაზიის მენეჯერმა შეამჩნია და ახალგაზრდა კაცის, რომელმაც გაქცევა სცადა, შეჩერება დააპირა. პოლიციამ ქართველი დააკავა.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ 36 წლის კაცს კიდევ ორი ქართველი ეხმარებოდა. ერთი მასთან
ერთად მაღაზიაში იყო, მეორე, 43 წლის კაცი, კი გარეთ სიტუაციას აკონტროლებდა.

43 წლის კაცი დაარეპორტეს, დანარჩენი ორი კი პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ 36 წლის ქართველი წარსულში ნასამართლევი იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345