2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 დედის
სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
რაც შეეხება საკეისრო კვეთების კლასიფიკაციას, ის შემდეგნაირად
გამოიყურება:
- ნაყოფის მდგომარეობა - 2955
- გადატანილი საკეისრო კვეთა- 6195
- წარუმატებელი ქმედება - 264
- ფიზიოლოგიური ჩვენება -1693
- სხვა - 4117
რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას ყველაზე მეტი საკეისრო კვეთა
20-29 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.
ამასთან, გასულ წელს ფიზიოლოგიურად 20 359 -მა ქალმა იმშობიარა.