ევროპარლამენტართა ნაწილი არჩევნებში “ოცნების“ გამარჯვებას აღიარებს და ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ედავება
13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. სიტვყით გამოსული ევროპარლამენტარების უმეტესობამ გააკრიტიკა 26 ოქტომბრის არჩევნები და "ქართული ოცნების" კურსი, მაგრამ მათი ნაწილი განსხვავებულ აზრზეა.

ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

"საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო", - თქვა უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრას ლაზლომ, რომელიც ვიქტორ ორბანის "ფიდესს" წარმოადგენს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია,
ვინც "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებსა და ინციდენტებს, მაგრამ ისეთს არაფერს, რაც სხვაგან ვერ მოხდებოდა", - თქვა ლაზლომ.

მან ასევე საქართველოს დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი "პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებისკენ" და თქვა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ევროკავშირში ზოგიერთს არ მოსწონს, პატივი უნდა სცენ ქართველების არჩევანს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა და გაწევრების მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან",
- დასძინა უნგრელმა ევროპარლამენტარმა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

დანილო დელა ვალემ, რომელიც იტალიურ პოპულისტურ პარტია "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას" წარმოადგენს, თქვა, რომ ცესკომ საარჩევნო უბნების ნაწილის შედეგები გადათვალა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

"ამისდა მიუხედავად, ახლა [საქართველოს] გაწევრების პროცესის შეჩერებით ვემუქრებით, მარტო იმიტომ, რომ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში [არჩევნების] შედეგები არ მოსწონთ", - თქვა მან

დანილო დელა ვალემ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა - მოლდოვაში სულ მცირე სხვაობით გაიმარჯვეს პროევროპელებმა და ამას ყველა ზეიმობთო.

"ქართული ოცნება" დაიცვა სლოვაკმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, მილან უჰრიკმაც.

"ვის ენდომება, რომ 70 გენდერი ასწავლონ სკოლაში?

ან ვის ენდომება, რუსეთთან ომში ჩაერთოს?

თქვენ ის გაწუხებთ, რომ ქართველებმა არ დაუშვეს, საკუთარ მიწაზე მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარიყვნენ",
- მიმართა მან დანარჩენ ევროპარლამენტარებს.

საქართველოს ხელისუფლებისადმი სიმპათიით იყო განწყობილი ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანიც.

"ათი დღე იყო გასული "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან, როცა გერმანიის ელჩი ფარისევლობით სავსე გზავნილში მშვიდობიან რევოლუციაზე ალაპარაკდა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კი ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, მათ ინსტრუქციები მისცა, თქვა, მოძრაობა უნდა დაიწყოს, მაიდანი გაიხსენეთო", - განაცხადა მარიანიმ, რომელიც მარინ ლე პენის პარტიას წარმოადგენს.

მარიანი 2015 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, 2018 წელს კი დონეცკს, სადაც ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნების დამკვირვებელი იყო.

2015 და 2017 წლებში ტიერი მარიანი ხუთჯერ ესტუმრა სირიას. ერთ-ერთი ვიზიტისას მან "მეგობარი" უწოდა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა, რომელიც წარმოადგენს პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის", თქვა, რომ "რამდენიმე ინციდენტი აღირიცხა, მაგრამ არცერთს ჰქონია გავლენა არჩევნების ზოგად სანდოობაზე".

ნოიჰოფმა გაიმეორა გზავნილები, რომელთა თანახმადაც ევროკავშირი საქართველოს ომში ჩათრევასა და ლგბტ+ საკითხების თავსმოხვევას ცდილობს:

"მათ არ უნდათ, ჩაითრიონ ძლევამოსილ ბლოკებს შორის მიმდინარე კონფლიქტში.

ისინი ღია არიან ევროპისადმი, მაგრამ არ უნდათ, ევროკავშირის ცისარტყელას დღის წესრიგს დამორჩილდნენ".


ჰანს ნოიჰოფის თანაპარტიელებმა ბუნდესტაგში ცოტა ხნის წინ წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გზებს განიხილავს.

კიდევ ერთმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა, ლუბოშ ბლაჰამ, რომელიც პრორუსული პოზიციებითაა ცნობილი, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა:

"ქართულ ოცნებას ჩემი პარტიის მსგავსი იდეოლოგია აქვს - ჩვენ ვეწინააღმდეგებით "ლგბტ იდეოლოგიას" და დასავლეთის დაფინანსებულ მაიდანის რევოლუციას".

13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.

იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.

დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345