გუშინ საქართველოს თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ განცხადება
გააკეთა, რომლის მიხედვით,
საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს და
ევროინტეგრაციაზე უარს ამბობს.
ამ ფაქტმა, ისედაც აღელვებულ საზოგადოებაში, დიდი აღშფოთება
გამოიწვია, ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში და რუსთაველის
გამზირზე, პარლამენტის წინ, რუსულ რეჟიმს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
პროტესტის ტალღა მძლავრი იყო, მოქალაქეები მშვიდობიანად იცავდნენ
საკუთარსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუმცა ხელისუფლებამ აქციის
დემონსტრანტები და ჟურნალისტები განსაკუთრებული
სისასტიკით
დაარბია.
საპასუხოდ — დღეს რამდენიმე უნივერსიტეტი გაიფიცა.
გთავაზობთ გაფიცული უნივერსიტეტების სიას:
1. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni
2. GIPA
3. საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia
4. კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University
5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University
6. BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი