ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა, მხოლოდ ტაჯიკურ სომონთან გამყარდა
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, ლარი დოლართან 3.76 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 4.41 თეთრით. 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7794 ლარია, ერთი ევროსი - 2.8348 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის
ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 3.01 ლარი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა, 42 ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა მხოლოდ ტაჯიკურ სომონთან.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345