შს მინისტრის მოადგილე: აქციისთვის ხელკეტებს, საღებავებსა და სხვა ნივთებს აორგანიზებენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში ვრცელდება პროვოკაციული მოწოდებები სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებისა და კამერების დაზიანების შესახებ. დარახველიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ
აღნიშნული ნივთები“,
- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მან მოქალაქეებს შეახსენა, რომ „ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად“ „სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს“.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345