ბლინკენი: აშშ ემზადება დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება, მათ შორის ის საუბრობს სანქციებზე.

„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების” პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეები, დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას” შეაჩეროს მისი რეპრესიული ტაქტიკები, მათ შორის მათი კრიტიკოსების გასაჩუმებლად განხორციელებული განურჩეველი დაკავებები და
ფიზიკური ძალადობა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული მოქალაქეებისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ ცნობებით. ადამიანები, რომლებიც გამოხატვისა და შეკრების მათი უფლების გამო დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და ისინი, ვინც უკანონო ძალა გამოიყენა, სრულიად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი.

აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას – პასუხისმგებლები იქნებიან. ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის გარდა, აშშ ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორის დამატებითი სანქციების”,
– აღნიშნავს ბლინკენი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12