ზელენსკი: ბიძინა ივანიშვილს და მის თანამზახველებს — 19 ადამიანს უკრაინამ სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და „მის 19 თანამზრახველს”.

ზელენსკის თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს, 5 დეკემბრის დილას მოაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა დილის მიმართვაში თქვა:

„სანქციები მიემართება საქართველოს მოქმედი მთავრობის ნაწილს, რომელიც საქართველოს პუტინს უმორჩილებს.

საქართველოში ამის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებია.

მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარტნიორებმაც ისაუბრონ თავიანთ პოზიციაზე, გულწრფელად განაცხადონ რა
ხდება.

თქვენ უნდა იმოქმედოთ.

ასე ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში: თუ დროულად და პრინციპულად არ რეაგირებ, ათწლეულები იკარგება, ქვეყნებს კი თავისუფლებას ართმევენ.

თქვენ არ შეგიძლიათ არავის დაკარგვა რეგიონში: არც საქარველოს, არც მოლდოვის, არც უკრაინის. ჩვენ ჩვენი თავი მოსკოვისგან ერთად უნდა დავიცვათ.

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის თანამზრახველებს – 19 ადამიანს, იმათ, ვინც ყიდის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.

მოვუწოდებთ ევროპას, აშშ-ს, ყველას მსოფლიოში, ანალოგიურად მოიქცეს – იმოქმედოს პრინციპების შესაბამისად.

დიდება უკრაინას”.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12