დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდადებული
პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა
პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული
სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ათიდან მსჯავრდადებული 1 ქალია.
4 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი
სასჯელის
ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდადებულს. შეწყალების
აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდადებულებს, რომლებიც სრულად
გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი
მოხდისაგან.