მთავრობამ საპატრიარქოს სამი მიწის ნაკვეთი თითო-თითო ლარად გადასცა
მთავრობამ საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით თითო-თითო ლარად გადასცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი მიწის ნაკვეთი.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, აღნიშნული მიწები შემდეგ ტერიტორიებზე მდებარეობს:
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანგლისი – 3194 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3 შენობა;
  • ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 27 –
    296 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭოღა - 3125 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი.
დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქომ თითოეული მიწისთვის 1 ლარის გადახდა 1 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12