დღეს, 9 დეკემბრის ღამეს [00:14 საათი], აჭარის მთავრობის
ადმინისტრაციულ შენობასთან ერთი პირი დააკავეს.
აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, როდესაც დაიძაბა სიტუაცია.
ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებით, დაკავებულმა
პირმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დაკავებულია 173-ე მუხლ, პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებს
სასამართლოში წარვადგენთ, – უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებს“.
ბათუმში უკვე მე-12 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ბათუმის აქციაზე
ადმინისტრაციული
წესით უკვე დაკავებულია 11 ადამიანი.
თბილისში ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 500-ზე მეტია
ადამიანი. ბევრი მათგანი სასტიკად არის ნაცემია.
ბათუმში აქცია უკვე იშლება.