გასულ ღამეს, პროტესტის მე-13 ღამეს 6 ადამიანი დააკავეს
ადმინისტრაციული წესით.
ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული მონაცემებით, დღემდე სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია
საპროტესტო აქციების მონაწილე 40-მდე ადამიანი.
ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-ზე მეტი პირი.
300-ზე მეტ ადამიანზე უწყებაში ფიზიკურად სასტიკად იძალადეს. აქციის
ბევრ მონაწილეს აქვს ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანება, თუმცა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთი დამნაშავე პოლიციელი არ
დაუსჯია.