ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 8 მლნ ევრომდე გაიზარდა
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 5 მლნ-დან 8 მლნ ევრომდე გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი, მას მოჰყვება გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევროთი და გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევროთი.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი

ფეხბურთელების ახლანდელი ათეული ასე გამოიყურება:
  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი -8 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 2.5 მლნ ევრო;
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მლნ ევრო;
  • ბუდუ ზივზივაძე - 1.8 მლნ ევრო;
  • ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ღირებულებას, Transfermarkt-ის მონაცემებით, ის 175.7 მლნ ევროს შეადგენს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები