11 თვეში, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით ₾2.3 მლრდ დაუბრუნდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ.

დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს

კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.

2024-2028 წლებში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი, ჯამურად, 15 მილიარდ ლარს მიაღწევს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები