„აქციაზე 112-ის 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა“ - შსს-მ 1 პირი დააკავა
შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა.

პოლიციამ გ.ხ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა. შინაგან საქმეთა
სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12