ბათუმში პარკირების წესის დარღვევაზე 74 511 დარღვევა გამოვლინდა,
- ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
ავრცელებს.
გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა, 50 148 შემთხვევა პარკირების
საფასურის გადახდის გარეშე დგომას უკავშირდებოდა, ხოლო 8 375 დარღვევა
- ტროტუარზე დგომას.
გარდა ამისა, გამოვლინდა შემდეგი სახის პარკირების დარღვევები:
- 7 140 დარღვევა - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების
დარღვევა;
- 5 135 დარღვევა - ავტობუსის გაჩერებაზე
დგომა;
- 1 089 დარღვევა - ველობილიკზე არასწორი
პარკირება;
- 299 დარღვევა - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ
ადგილზე დგომა;
- 2 325 დარღვევა - პარკირების წესის სხვა
დარღვევა.
ინსპექციის ინფორმაციით, ევაკუაციით საჯარიმოზე 3273 ავტომობილი
გადაიყვანეს.