აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ
ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის
მეთაურმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილი მიიღო.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ
გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის
შედეგად დაიღუპა ხუთი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით
გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას, გიცხადებთ სამძიმარს პირადად თქვენ,
გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ ქართველ
ხალხს“, – აღნიშნულია ალი ასადოვის სამძიმრის
წერილში.