„80 მლნ ევროს პაკეტი განიხილება“ – PSG ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან ახლოსაა
ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოს არის.

როგორც რომანო იტყობინება, დღეს გახდა ცნობილია, რომ კვარაცხელია იანვარში „ნაპოლის“ დატოვების საკითხს განიხილავს. მისივე ცნობით, „ნაპოლის“, PSG-სა და კვარაცხელიას შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„დაახლოებით 80 მილიონი ევროს პაკეტი განიხილება, კვარაცხელიას წარმომადგენლები კი გუნდს პირადი კონტრაქტის შესახებ ესაუბრებიან“, - წერს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, transfermarkt-ის მონაცემებით,
ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ აღნიშნულ ნიშნულს 2024 წლის 18 დეკემბერს მიაღწია, იქამდე მისი ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12