ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით,
„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებასთან
ახლოს არის.
როგორც რომანო იტყობინება, დღეს გახდა ცნობილია, რომ კვარაცხელია
იანვარში „ნაპოლის“ დატოვების საკითხს განიხილავს. მისივე ცნობით,
„ნაპოლის“, PSG-სა და კვარაცხელიას შორის კომუნიკაცია
მიმდინარეობს.
„დაახლოებით 80 მილიონი ევროს პაკეტი განიხილება,
კვარაცხელიას წარმომადგენლები კი გუნდს პირადი კონტრაქტის შესახებ
ესაუბრებიან“, - წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, transfermarkt-ის მონაცემებით,
ამჟამად ხვიჩა
კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ აღნიშნულ
ნიშნულს 2024 წლის 18 დეკემბერს მიაღწია, იქამდე მისი ღირებულება 80
მილიონ ევროს შეადგენდა.