საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კროსოვერში
(1/8-ფინალის დარ მატჩში) რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა.
შეხვედრის წინ ფავორიტად რუმინელები ითვლებოდნენ, თუმცა ჩვენმა გუნდმა
პირველივე წუთებიდან მოიპოვა ანგარიშში უპირატესობა და შეხვედრა ისე
დასრულდა, რუმინელებისთვის დაწევის უფლება არ მიუცია. საბოლოოდ 24:12
საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
1/4-ფინალში ბერძენი მწვრთნელის, კაჩიგიასის გაწვრთნილი გუნდი
ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთს ეთამაშება. მატჩი 10 იანვარს
გაიმართება.
7-7 გოლით ბომბარდირობა
გაიყვეს დადვანმა და ახვლედიანმა. შეხვედრა 5
გოლით დაასრულა რუმინელმა გეორგესკუმ.
მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდა:
- 16:30 უნგრეთი-საქართველო
- 18:00 საბერძნეთი-იაპონია
- 19:30 აშშ-მონტენეგრო
- 21:00 ხორვატია-ესპანეთი
მატჩები 10 იანვარს გაიმართება.