სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ შესაძლო
ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაშია
მოყვანილი.
„ანკარა, რომელიც სირიის ახალ ადმინისტრაციას ტერორისტული
ორგანიზაციის წინააღმდეგ საჭირო ზომების მიღებას თხოვს, აგრძელებს
მზადებას ნებისმიერი სცენარისთვის. საზღვარზე მყოფი ჯარები
მზადყოფნაში არიან მოყვანილი შესაძლო ოპერაციისთვის“, –
წერს თურქული მედია.
გავრცელებული ცნობით, ანკარა ყველა შესაძლო სცენარისთვის
ემზადება.
„ერთ-ერთი მათგანია სამხედრო მოქმედება“, –
აღნიშნულია თურქული მედიის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთში
ქურთულ სამხედრო ჯგუფებს და „სირიის ეროვნულ არმიას“ შორის
დაპირისპირება დაიწყო.
„ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს
გამოცხადებული. სირიაში არსებული ქურთული დანაყოფები თურქეთს
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დანაყოფებად მიაჩნია.