მედიის ცნობით, უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი მინიმუმამდეა შემცირებული
მედიის ცნობით, უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი მინიმუმამდეა შემცირებული.

როგორც გამოცემა „ეკონომიჩესკაია პრავდა“ ExPro consulting-ზე დაყრდნობით იუწყება, 2024 წლის განმავლობაში უკრაინამ მილსადენ „დრუჟბის“ ერთ-ერთი განშტოების საშუალებით დაახლოებით 11.36 მილიონი ტონა რუსული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 16%-ით ნაკლებია და 2014 წლის მაჩვენებელს უტოლდება.

მედიის ცნობით, ნავთობის დიდი წილი, 4.7 მილიონი ტონა უნგრეთს მიაწოდეს, სლოვაკეთში
3.9 მილიონი ტონის ტრანზიტი განხორციელდა, ხოლო ჩეხეთში – 2.7 ტონის. ამ ტრანზიტისთვის უკრაინამ დაახლოებით 250 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ამასთან, როგორც მედია წერს, ნავთობის ტრანზიტი, ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, იანვარშიც გრძელდება. საშუალოდ, 24 საათის განმავლობაში 34.9 ათასი ტონა ნავთობის გადაქაჩვა ხდება.

კონტრაქტის ვადა, რომელიც უკრაინას რუსული ნავთობის ტრანზიტს ავალდებულებს, 2029 წლის მიწურულს სრულდება. ნავთობის ტრანსპორტირება ევროკავშირის ქვეყნებში „დრუჟბის“ მილსადენის საშუალებით ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები