რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაზის
ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე იწვევს,
– ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ასეთი შეხვედრა შექმნის კარგ საფუძველს ღია
დისკუსიისთვის სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების
შესახებ უკრაინის ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა
ფიცომ ზელენსკისთვის მიწერილ ღია წერილში.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის
უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა,
რობერტ ფიცომ კი განაცხადა, რომ სლოვაკეთი
რუსული გაზის ტრანზიტის
შეწყვეტის გამო უკრაინის მიმართ საპასუხო ზომებს განიხილავს.