მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის
ბალანსზე არსებული ავტომობილების დაზღვევისათვის ხელშეკრულება,
კოსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, სს „სადაზღვევო კომპანია
ალფა“-სთან გააფორმა.
მარნეულის მერიასა და სადაზღვეო კომპანია „ალფას“ შორის გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში დაზღვეული იქნება
მერიის ბალანსზე არსებული 24 ავტომობილი.
კომპანია „ალფა“ მარნეულის მერიას დაზიანებული ავტომობილების ხარჯებს
იმ შემთხვევაში აუნაზღაურებს, თუ დაზიანება შემდეგი გარემოებების გამო
მოხდა:
• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა
(არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით
ხდება საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული
სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ
მდგომარეობაში;
• სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ
შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან
ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად);
• ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა,
წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის
დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია
დაზიანება ან განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით;
• აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა,
ვანდალიზმი;
• მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
• დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
ერთი წლის განმავლობაში ავტომოილების დაზღვევისათვის მარნეულის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა კომპანია „ალფა“-ს 22
776 ლარს და 68 თეთრს გადაუხდის.
რადიო „მარნეული“