ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“
დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის
ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებამ საქართველოში
კრიტიკული მედიის პროტესტი გამოიწვია.
14 იანვარს, 17:00-დან 20:00 საათამდე, კრიტიკული მედიასაშუალებების
უმრავლესობამ საქმიანობა შეაჩერა. მათ ეკრანებზე, ვებგვერდებსა და
სოციალურ ქსელებში სამი საათის განმავლობაში გამოჩნდა ტექსტი:
„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია
ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ
გავიფიცეთ.“
გაფიცვაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა
მედიასაშუალებებმა:
ფორმულა
TV პირველი
მთავარი არხი
პალიტრანიუსი
TV კავკასია
BMG
ნეტგაზეთი

ბათუმელები
პუბლიკა
ინდიგო
ჯემნიუსი
სტუდია მონიტორი
მთის ამბები / საქართველოს ამბები
მედია ჩეკერი
Chai Khana
ტაბულა
On.ge
OC Media
მედია აპრილი
Civil.ge
პროექტი 64
რეალპოლიტიკა
რადიო მარნეული
Qartli.ge
აი, ფაქტი
მაუწყებელი
TOK TV
Forbes საქართველო
სამხრეთის კარიბჭე
აგროგარემო TV
ოდიში TV
რადიო ოდიში
იმერვიზია TV
გურია TV
მეცხრე ტალღა
JRC
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB
აჭარა თაიმსი
აქცენტი
TV 25
TV მონიტორინგი
ჩემი ხარაგაული
CNews Exclusive
ინფო იმერეთი
რადიო ათინათი
მეგა TV
მიუხედავად იმისა, რომ „ევრონიუს ჯორჯია“ გაფიცვაში არ მონაწილეობდა,
მედიასაშუალებამ მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მზია ამაღლობელის დაკავების საქმე:
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამით ორჯერ დააკავეს. პირველი
დაკავება საპროტესტო პლაკატის გაკვრისთვის მოხდა, მეორე – ბათუმის
პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით.
ბრალდება, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მისმა
მხარდამჭერებმა რეპრესიულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯად
შეაფასეს.
სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა წიგნი – „როგორ
დავამარცხოთ დიქტატორი“, რომლის ავტორი ნობელის პრემიის მფლობელი
ჟურნალისტი მარია რესაა.
მზია ამაღლობელის საქმისადმი ყურადღება ადგილობრივმა და საერთაშორისო
ორგანიზაციებმა მიაპყრეს, რომლებიც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
მოითხოვენ. მარია რესამაც საჯაროდ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები
ჟურნალისტების წინააღმდეგ დაუშვებელია.