სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო
საუბარი გამართეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა
ორმხრივი საკითხები
და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დღის წესრიგი
განიხილეს.
„განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის ევრაზიული ეკონომიკური
კავშირის თავმჯდომარეობის შედეგები, კავშირის ფარგლებში დაგეგმილი
ღონისძიებები, ასევე სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ორმხრივი დღის
წესრიგის რიგი საკითხები“, – ნათქვამია
ინფორმაციაში.