ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, „მიმდინარე წლის 20 იანვარს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა
შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის
მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით”.
შსს-ს თქმით, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები,
„რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი თანნაქონი დანით მათ
მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების
პროცესში
სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის
გამოყენებით ჭრილობები მიაყენა”.
გ.ნ. ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.