გორის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სკოლაში პნევმატური
იარაღი მიიტანა;
ფაქტი გახმაურდა და როდესაც მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა მისი
შემოწმება გადაწყვიტა, მოსწავლემ ამის საშუალება არ მისცა.
მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ
ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა, თავად მოზარდი კი მშობლებთან
იმყოფებოდა:
იარაღი იყო თუ არა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, უბრალოდ ეჭვის
საფუძველზე მივმართეთ პოლიციასო, - აღნიშნეს
ადმინისტრაციაში, მაგრამ
მას შემდეგ, რაც გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორს, ლეილა ნამორაძეს
etaloni.ge მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა, მან ფაქტი არ
უარყო, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა.