მამაკაცი სილის გარტყმისთვის გაამართლეს, ხოლო ჟურნალისტს იგივე ქმედებისთვის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ბათუმში მამაკაცი, რომელიც ქალს სილის გარტყმაში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ხ. ზ. ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

2024 წლის 1 ივლისს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს, ცემად ვერ ჩაითვლება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „ერთჯერადი დარტყმა უნდა ჩაითვალოს სხვაგვარ ძალადობად, რაც მართალია არ

ცვლის ქმედების კვალიფიკაციას, მაგრამ ცვლის ბრალდების ფორმულირებას.“

მომხდარის შესახებ დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 6 ივლისს დაიწყო, სადაც ხ. ზ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა აღნიშნულმა სასამართლომაც უცვლელი დატოვა ბათუმის გადაწყვეტილება. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომაც გამართლა ბრალდებული.

ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

იმ დროს, როდესაც მამაკაცი მსგავს ქმედებაში გაამართლეს, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობის წინაშე დგას.
2024 წლის 11 იანვარს ამაღლობელი ორჯერ დააკავეს: პირველად – საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. ამაღლობელის თქმით, სილა საპასუხო რეაქცია იყო პოლიციის მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობაზე.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მზად იყო გირაოს სახით 100,000 ლარის უზრუნველსაყოფად..
მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს

მზია ამაღლობელი, რომელიც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელია, უკვე 16 დღეა შიმშილობს, რაც უსამართლო დამოკიდებულების და პროტესტის გამოხატულებაა.

სტატია მომზადებულია შიდა ქართლის მედიის, qartli.ge- ს ინფორმაციის საფუძველზე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები