ივანიშვილის რეჟიმისგან აშშ-სა და საელჩოს მიმართ მუქარა და ტყუილი მიუღებელია – უილსონი
კონგრესმენის ჯო უილსონი ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.

ჯო უილსონის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან შეერთებული შტატებისა და აშშ-ს საელჩოს მიმართ მუქარა და ტყუილი მიუღებელია.

„ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ამას გამოასწორებს“, – წერს ვილსონი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებები აბსოლუტურად აცდენილია აშშ-ის ახლად
არჩეული ხელისუფლების ნარატივებს.

„თუ ვინმეს სჯერა, რომ ის, რაც ხდება ქუჩაში, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში“, — განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად — გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, — აცხადებს აშშ-ის საელჩო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები