საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე
ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ უკანონო მატერიალური
სარგებლის მიღების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში გასაღებულ იქნა,
ჯამში, 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100-დოლარიანი და 48
ცალი 50-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.